დოკუმენტი · 1411 · დოკ-1411-10-25

„მე, დავით ბერისძემა ციხელამა, ჩემმა ცოლმა მითამა“

წიგნი დავით ბერისძისა კათალიკოს ელიოზისადმი

უადრესი უეჭველი ცნობა 1411 წლით თარიღდება, როცა დავით ბერისძე ციხელა მეუღლე მითასთან ერთად მცხეთაში ნიკოლოზობას აღაპის დასადებად კათალიკოს ელიოზს ვენახს ჰყიდის. ფორმა „ბერისძე“ ამ პერიოდში შესაძლოა ჯერ კიდევ მამის სახელს წარმოადგენდეს და არა მყარად ჩამოყალიბებულ გვარს.

საბუთის შინაარსი

თქუენ, ქრისტეს მიერ მღდელთმთავართ მთავარსა, წმიდასა მეუფესა ქართლის ქათალიკოზსა ელიოზსა, ესე წიგნი დაგიწერე და მოგახსენე, მე, დავით ბერისძემა ციხელამა, ჩემმა ცოლმა მითამა.

თქუენთუის თეთრი მოეხსენა ოთარას ვარაზასა, რომემცა ვენახი გაეყიდა და მცხეთას მათისა სულისათუის აღაპი დაედვა ნიკოლოზობასა. აწ, მე მოგახსენე და მოგყიდე ჩემგანა ნასყიდი ჩემითა ალალითა ქონებითა მამულს გარეთ საქმეუდებელი პატრონთა და ქუეყნისაგან და ყოვლისა ადამიანისაგან ბოტოტასა, ზურისა ბოლოს, ვენახი ჩემისა ჩაყრილისა და ჩემთუის სააღაპედ მოხსენებულსა ვენახსა ზედა მოკიდებით...

გიბედნიეროს ღმერთმან სუეტს ცხოველსა და თქუენ, ქრისტეს მიერ ქართლისა ქათალიკოზსა ელიოზს...

ამისნი მოწამენი და თანადამხდურნი არიან: ახალდბანელისძე ლომი, ბოხჩოსაძე არსლანა, მელაღუასძე ბეგა, ხარანისაძე ბაღათარ, სალამსური ბასილი, მღრდელმონაზონი კვეთელი ანანია, ჩარადანაგი ჯანიბეგა, ჩაჩიშვილი ნონია, მაჩხაშიშვილი თუქია.

დაიწერა ოკდონბერსა კე, ქორონიკონს პით. მე, მღრდელმონაზონს, მაღალაშვილსა ზაბილონსა დამიწერია და მოწამე ვარ.

თქვენ, ქრისტეს მიერ მღდელთმთავართ მთავარსა, წმიდასა მეუფესა ქართლის ქათალიკოზსა ელიოზსა, ესე წიგნი დაგიწერე და მოგახსენე, მე, დავით ბერისძემა ციხელამა, ჩემმა ცოლმა მითამა.

თქვენთვის თეთრი მოეხსენა ოთარას ვარაზასა, რომემცა ვენახი გაეყიდა და მცხეთას მათისა სულისათვის აღაპი დაედვა ნიკოლოზობასა. აწ, მე მოგახსენე და მოგყიდე ჩემგანა ნასყიდი ჩემითა ალალითა ქონებითა მამულს გარეთ საქმეუდებელი პატრონთა და ქვეყნისაგან და ყოვლისა ადამიანისაგან ბოტოტასა, ზურისა ბოლოს, ვენახი ჩემისა ჩაყრილისა და ჩემთვის სააღაპედ მოხსენებულსა ვენახსა ზედა მოკიდებით...

გიბედნიეროს ღმერთმან სვეტს ცხოველსა და თქვენ, ქრისტეს მიერ ქართლისა ქათალიკოზსა ელიოზს...

ამისნი მოწამენი და თანადამხდურნი არიან: ახალდბანელისძე ლომი, ბოხჩოსაძე არსლანა, მელაღუასძე ბეგა, ხარანისაძე ბაღათარ, სალამსური ბასილი, მღრდელმონაზონი კვეთელი ანანია, ჩარადანაგი ჯანიბეგა, ჩაჩიშვილი ნონია, მაჩხაშიშვილი თუქია.

დაიწერა ოკდონბერსა კე, ქორონიკონს პით. მე, მღრდელმონაზონს, მაღალაშვილსა ზაბილონსა დამიწერია და მოწამე ვარ.

უ → ვ ხმოვნის წინ: თქუენ → თქვენ · ქუეყანა → ქვეყანა · -თუის → -თვის · სუეტი → სვეტი

თქუენ, ქრისტეს მიერ მღდელთმთავართ მთავარსა, წმიდასა მეუფესა ქართლის ქათალიკოზსა ელიოზსა, ესე წიგნი დაგიწერე და მოგახსენე, მე, დავით ბერისძემა ციხელამა, ჩემმა ცოლმა მითამა.

თქუენთუის თეთრი მოეხსენა ოთარას ვარაზასა, რომემცა ვენახი გაეყიდა და მცხეთას მათისა სულისათუის აღაპი დაედვა ნიკოლოზობასა. აწ, მე მოგახსენე და მოგყიდე ჩემგანა ნასყიდი ჩემითა ალალითა ქონებითა მამულს გარეთ საქმეუდებელი პატრონთა და ქუეყნისაგან და ყოვლისა ადამიანისაგან ბოტოტასა, ზურისა ბოლოს, ვენახი ჩემისა ჩაყრილისა და ჩემთუის სააღაპედ მოხსენებულსა ვენახსა ზედა მოკიდებით...

გიბედნიეროს ღმერთმან სუეტს ცხოველსა და თქუენ, ქრისტეს მიერ ქართლისა ქათალიკოზსა ელიოზს...

ამისნი მოწამენი და თანადამხდურნი არიან: ახალდბანელისძე ლომი, ბოხჩოსაძე არსლანა, მელაღუასძე ბეგა, ხარანისაძე ბაღათარ, სალამსური ბასილი, მღრდელმონაზონი კვეთელი ანანია, ჩარადანაგი ჯანიბეგა, ჩაჩიშვილი ნონია, მაჩხაშიშვილი თუქია.

დაიწერა ოკდონბერსა კე, ქორონიკონს პით. მე, მღრდელმონაზონს, მაღალაშვილსა ზაბილონსა დამიწერია და მოწამე ვარ.

საბუთის პერსონალია
ელიოზი ქართლის ქათალიკოზსა ელიოზსა
დავით ბერისძე ციხელა მე, დავით ბერისძემა ციხელამა
მითა ჩემმა ცოლმა მითამა
ოთარას ვარაზა თქუენთუის თეთრი მოეხსენა ოთარას ვარაზასა
მოწამენი და თანადამხდურნი ახალდბანელისძე ლომი · ბოხჩოსაძე არსლანა · მელაღუასძე ბეგა · ხარანისაძე ბაღათარ · სალამსური ბასილი · მღრდელმონაზონი კვეთელი ანანია · ჩარადანაგი ჯანიბეგა · ჩაჩიშვილი ნონია · მაჩხაშიშვილი თუქია
ზაბილონ მაღალაშვილი მე, მღრდელმონაზონს, მაღალაშვილსა ზაბილონსა დამიწერია და მოწამე ვარ
ადგილები
მცხეთა
სუეტი ცხოველი სვეტიცხოველი, მცხეთა
ბოტოტა, ზურისა ბოლო ვენახი · დასაზუსტებელი
თარიღი
ოკდონბერსა კე კ 20 + ე 5 = 25 · ოქტომბერი
ქორონიკონს პით პ 80 + ი 10 + თ 9 = 99 · 99 + 1312 = 1411
განმარტებით
აღაპი · ნიკოლოზობა · ქორონიკონი · თანადამხდური · ჩარადანაგი · თეთრი
დასაზუსტებელი · 2026-09-10განმარტებები — ლექსიკონის მიხედვით

საბუთის აღწერილობა

დედანი დაკარგულია — სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 160
პირები სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული — № 139 (დაკარგულია) 1449-1651 — პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ 1913 წ. გამოცემის მიზნით
პუბლიკაციები ჟორდანია თ., ქრონიკები, წ. II, 1897, გვ. 218 ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. II, 2013, № 30

პირველწყაროები

  1. წიგნი დავით ბერისძისა კათალიკოს ელიოზისადმი — ვიკიწყარო
    ka.wikisource.org/wiki/1411_წ._XI.25._-_წიგნი_დავით_ბერისძისა_კათალიკოს_ელიოზისადმი
  2. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. II, თბილისი, 2013, № 30
  3. ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წ. II, ტფილისი, 1897, გვ. 218
ციტირებაწიგნი დავით ბერისძისა კათალიკოს ელიოზისადმი, 1411 წ. 25 ოქტომბერი. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. II, 2013, № 30; ჟორდანია თ., ქრონიკები, წ. II, 1897, გვ. 218. ვიკიწყარო: https://ka.wikisource.org/wiki/1411_წ._XI.25._-_წიგნი_დავით_ბერისძისა_კათალიკოს_ელიოზისადმი — ბერიძე, დოკ-1411-10-25.

დოკ-1411-10-25 · ვიკიწყაროს ვერსია 69410 · 2026-09-10